воскресенье, 27 сентября 2009 г.

გაკვეთილის გეგმა

მანანა მათოზაშვილი ქართული ენა მე- 2 კლასი






გაკვეთილის მთავარი თემა

ქართული, ხალხური ზღაპარი «დათვი, მელია და მგელი»



სწავლების საფეხური

დაწყებითი მე-2 კლასი



მოსწავლეთა პროფილი

კლასში 24 მოსწავლეა. არ გვყავს განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები



გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეები ისმენენ, კიტხულობენ და აანალიზებენ ლიტერატურულ მასალას.

აკავშირებენ სხვა ხალხურ ზღაპრებთან.

აფიქსირებენ თავიანთ განწყობას პერსონაჟების მიმართ

ასაბუთებენ თავიანთ აზრს

იზიარებენ ზღაპრის,როგორც ლიტერატურულ ჟანრის სპეციფიკას.

მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველებზე

მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებში




გაკვეთილის მიზნები და შედეგები


ზღაპარზე, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთ ჟანრზე დაკვირვება

ტექსტის კითხვა და ანალიზი

კითხვის მხარეების სრულყოფა

აზროვნების და მეტყველების განვითარება

ლექსიკური მარაგის გამდიდრება

ტექსტის კონსტრუირება

წინასწარი ცოდნა


დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია გარეულ ცხოველებზე

მოიძიონ ცხოველების ფოტომასალა



შეფასების საგანი და პროცედურები


მოსცავლეებს შევაფასებ კომენტარებით




სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


გაკვეთილზე გამოვიყენებ თემის შესაბამის ილუსტრაციებს, კერძოდ ცხოველების სურათებს, მოვიშველიებ დამხმარე ლიტერატურას

ახალ მასალას დავაკავშირებ განვლილ მასალასთან




გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

ვესაუბრები ხალხურ და ლიტერატურული ჟანრის ზღაპრებზე, ზღაპრის მნიშვნელობაზე, გამოვიყენებ შესაბამის დამხმარე ლიტერატურას